
საქართველოში ოქროს ხელოვნებას ღრმა ფესვები აქვს, რომელიც თარიღდება ანტიკური ხანიდან. არქეოლოგიური აღმოჩენები, როგორიცაა კოლხური ოქროს ნაკეთობები, მოწმობს ქართველი ოსტატების გამორჩეულ შესაძლებლობაზე, ოქროს დამუშავების უნიკალურ ტექნიკასა და ესთეტიკაზე. ეს ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა, რელიგიური სიმბოლოებისა და კულტურული ღირებულებების გადმოსაცემად.
ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, ოქრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც რწმენის სიმბოლო და ღვთის სიდიადის გამოსახულება. ოქრო უძველესი დროიდან ითვლებოდა სიწმინდის, მეფობის და ღვთაებრივი ძალის სიმბოლოდ. მისი უნარი, არასოდეს დაჟანგდეს ან დაკარგოს ბრწყინვალება, გახდა მარადიულობისა და სრულყოფილების იდეალური გამოხატულება. სწორედ ეს თვისებები აქცევდა ოქროს ქრისტიანული ხელოვნებისა და სიმბოლიკისთვის შეუცვლელ მასალად.

ოქროს უნაკლო ბრწყინვალება ასევე იყო სამოთხის სიმბოლიკა – ის ვიზუალურად წარმოადგენდა ღვთის სამყაროს სრულყოფილებასა და მშვენიერებას. ამიტომაც, ქრისტიანულ ხელოვნებაში ოქრო იქცა არა მხოლოდ მასალად, არამედ ღრმა სულიერი იდეების მატარებლად, რომელიც თითოეულ ჯვარში თუ ხატში იგრძნობოდა.
დროთა განმავლობაში, ოქროს ხელოვნების ფორმები იცვლებოდა, მაგრამ მისი ძირითადი არსი – სულიერების, კულტურის და ინდივიდუალობის გამოხატვა – უცვლელი დარჩა. დღეს, როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა თანაარსებობს, ოქროს ხელოვნება ახალი შინაარსით ცოცხლდება.
ვასილ ჯორჯაძე ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა – მისი ნამუშევრები არა მხოლოდ ქართული ტრადიციის დამცველია, არამედ დიალოგს ქმნის ხელოვნებასა და ადამიანებს შორის. თითოეული ჯვარი თუ ხატი თითქოს უხილავ აზრს ატარებს – მოგვითრხრობს რწმენაზე, წარსულის პატივისცემაზე და იმ გზაზე, რომელსაც ადამიანები თავისი ღირებულებითა და რწმენით ქმნიან.
ვასილ ჯორჯაძის ხელოვნების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ნაკეთობები მნახველს არა მხოლოდ აწმყოში, არამედ საუკუნეების სიღრმეში ამოგზაურებს, სადაც ოქროს ფორმებში ტრადიცია და სულიერება ერთიანდება.